Mentor HR GEO
About Academy of the Digital Industries
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ( ADI ) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხებდა თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether -თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
Role Overview
ვეძებთ გამოცდილ HR პროფესიონალს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვისა და რეკრუტინგის პროცესებში, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებების რეკრუტინგის გამოცდილება.
იდეალური კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს ტექნოლოგიურ პოზიციებზე კანდიდატების მოძიების, შერჩევისა და შეფასების პროცესებს და შეეძლოს სტუდენტებისთვის საკუთარი რეალური სამუშაო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ასევე ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება HR და რეკრუტინგის პროცესებში.
Main Responsibilities
- ფიზიკური (ოფლაინ) ვორკშოპები დეტალური სილაბუსის მიხედვით, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისკუსიებსა და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე;
- გაუწიოთ სტუდენტებს პროფესიული კონსულტაცია, მხარდაჭერა და წახალისება მათი პიროვნული და კარიერული ზრდის პროცესში;
- მუდმივად ადევნოთ თვალი HR სფეროში არსებულ უახლეს ტრენდებს, ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიებს და მოახდინოთ მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
- გააცნოთ სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი HR-ში და გაუზიაროთ პრაქტიკული ინსტრუმენტები თუ ქეისები, სადაც ავტომატიზაციამ გააუმჯობესა HR პროცესები (მაგალითად, AI-ს გამოყენება რეკრუტინგსა და ონბორდინგის პერსონალიზაციაში)
Sourced from a public career listing. Jobverse is an aggregator, not the employer.